Sunday, July 18, 2010

895942512



პროექტის სახელი: „მაწანწალა ძაღლები“
პროექტის ავტორი: მ. უდესიანი
მისამართი: თ.წყარო ს.ხაიშის საჯარო სკოლა
ტელეფონი: 895942512
პროექტის მიზანი: წარმოდგენა ჰქონდეთ მოსწავლეებს მაწანწალა ძაღლების შესახებ.
მათ მიერ შესაძლებელი ზიანის შესახებ, ასევე შეეძლოთ თავის დაცვა საჭირო შემთხვევის დროს.
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები
იკვლევენ თუ რა შეიძლება მოჰყვეს მაწანწალა ძაღლების მომრავლებას საცხოვრებელ
სახლებთან ახლოს, რა საშიშროების წინაშე შეიძლება დადგეს ადამიანის ჯანმრთელობა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან მაწანწალა ძაღლებისაგან თავის დაცვას, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლიათ მათ მოსახლეობისათვის,
ასევე ირგვლივ მყოფი ცოცხალი ორგანიზმებისათვის:(შინაური ცხოველებისა თუ ფრინველებისათვის). მოსწავლეებს ექმნებათ წარმოდგენა იმ დაავადებებზე, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნას აღნიშნული ძაღლებისაგან, მაგ:(ცოფი, მძიმე თუ მსუბუქი
დასახიჩრებები- კბენის შემთხვევაში). მოსწავლეები ატარებენ გამოკითხვებს მოსახლეობასთან და იგებენ მათთვის საინტერესო ამბებს აღნიშნულ ცხოველებზე. მსჯელობენ პრობლემის გადაჭრის გზებზე თუ როგორ იქნას თავიდან აცილებული ის შემაშფოთებელი საფრთხეები, რაც შეიძლება მოყვეს მაწანწალა ძაღლების არსებობას მოსახლეობასთან ახლოს. მოსწავლეები იღებენ ინტერვიუებს სანიპედსადგურისა და ვეტ. ლაბორატორიების წარმომადგენლებისაგან და იძენენ ცოდნას დაავადებებისა და ზიანისაგან თავისდაცვის შესახებ.
კომპიუტერის გამოყენებით მოძიებულ ინფორმაციებს უზიარებენ ერთმანეთს.
მონაწილეთა ასაკი: 8-9წლის მოსწავლეები (III-IV)კლასი
ხანგრძლიობა:3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: თავიდან აიცილებენ საფრთხეებს,რაც მოსალოდნელია მაწანწალა ძაღლებისაგან. წარმოდგენა ექმნებათ დაავადებებზე, იციან მათთან ბრძოლის წესები.

განხორციელების ადგილი: ხაიშის საჯარო სკოლა
ფასილიკატორის სახელი: მარინე უდესიანი
ფასილიკატორის ელფოსტა: udesiani2010@gmail.com

No comments:

Post a Comment